დღეს, რაც მოხდა თბილისში ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი გამარჯვება პირველი ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება - ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული - ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში!
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე იქიდან გამოვიყვანოთ და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში!