მიროტაძის ინფორმაციით, კალაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის სურვილიც გამოთქვა, თუმცა ამ ეტაპზე, მიროტაძის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს ამ თანამდებობაზე, მაინც ირაკლი კობახიძე შეცვლის:
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება, როგორც ჩანს, ახალი გამოწვევა აქვს ეს სურვილი ექნება. გუნდიც ჰყავს, დაახლოებით 20 დეპუტატი პარლამენტში" ამბობს მიროტაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.ე.წ. კალაძის გუნდად ის თბილისის საკრებულოდან წამოსულ დეპუტატებს ასახელებს - ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი, ასევე კალაძის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ლევან კობიაშვილი - "სპორტსმენების ქვოტა მთლიანად მისია" - ამბობს მიროტაძე.